„იქნებ, სპალეტიმ მასში მანსინის თვისებები დაინახა?“ - იტალიური მედია კვარაზე
„ნაპოლისთან“ დაახლოებული იტალიური სააგენტო AreaNapli.it-ი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.
ჟურნალისტი ნეაპოლურ გუნდში „კვარას“ როლს განიხილავს და მას „ინტერის“ და „რომას“ ყოფილ ფეხბურთელს, ამანტინო მანჩინისაც ადარებს.
რა წერია სტატიაში:
ბოლო დღეებში ნაპოლიმ შემდეგი სეზონისთვის პირველი შენაძენი დაადასტურა: ხვიჩა კვარაცხელია. ქართველი ფეხბურთელი კლუბში „ტორონტოში“ წასული ლორენცო ინსინიეს პოზიციას დაიკავებს და მარცხენა ფრთას გააძლიერებს. მანამდე კვარაცხელია საქართველოში გოლების გატანით ტკბება. ის სწორედ ისეთი ფეხბურთელია, როგორიც სპორტის ამ სახეობაში ძალიან მოგვწონს. მას შეუძლია კლუბში სხვადასხვა როლის შესრულება. ის მარცხენა გარემარბია, მაგრამ ცენტრშიც და მარჯვენა გარემარბადაც შეუძლია თამაში.
უფრო მეტიც, მისი სიმაღლე ამანტინო მანჩინისაც გვახსენებს: თითქმის იდენტურია. იქნებ, სპალეტიმ მასში ბრაზილიელი ფეხბურთელის მახასიათებლები გამოავლინა? „რომაში“ ყოფნის დროს ის ხომ მანჩინის ძალიან ენდობოდა.
ასეა თუ ისე, მომავალ სეზონში 100%-ით დავინახავთ როგორ შედეგს გამოიღებს „ნაპოლის“ მწვრთნელის არჩევანი.
შეგახსენებთ, ''ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის ''დინამოს'' ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.
აქვე გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელია „დინამო ბათუმს“ მიმდინარე წლის აპრილში შეუერთდა. 21 წლის ფეხბურთელმა Crystalbet ეროვნულ ლიგაში 7 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.