ფინიქს სანსი, მაიამი ჰიტი
Aa
Aa

ფინიქსმა დალასი უშანსოდ დატოვა - ბუკერის 28 ქულა და პოლის ისტორიული შედეგი

„მაიამი ჰიტის“ მსგავსად, საკუთარ კედლებში გამართული მე-5 შეხვედრა დასავლეთ კონფერენციის პირველადგილოსანმა, „ფინიქს სანსმაც“ მოიგო. სტუმრად განცდილი ორი მარცხის შემდეგ, არიზონელებმა „დალას მავერიქსს“ შანსი არ დაუტოვეს და 110:80 იმარჯვეს.

„ფინიქსს“ ზედიზედ 3 შეხვედრა მთელი სეზონის განმავლობაში არ ჰქონდა წაგებული და ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია. „სანსის“ წარმატების მთავარი შემოქმედი დევინ ბუკერი გახლდათ, რომელმაც 28 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა. ბუკერი „ფინიქსის“ ისტორიაში მეორე კალათბურთელია, რომელმაც პლეიოფში გამართულ პირველ 30 შეხვედრაში მინიმუმ 800 ქულა გაიფორმა. დევინმა ჩარლზ ბარკლის მიღწევა გაიმეორა.

ბუკერის გარდა, დეანდრე ეიტონი გამოირჩა, რომელმაც 20 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, კრის პოლმა კი ისტორიული შედეგი დააფიქსირა. „სიპი3“ სტივ ნეშს გაუთანაბრდა და კარიერაში, პლეიოფის ეგიდით 54-ე 10-ასისტიანი მატჩი ჩაატარა. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ჯონ სტოკტონსა და მეჯიქ ჯონსონს აქვთ.

„დალასის“ რიგებში საუკეთესო ლუკა დონჩიჩი იყო - 28 ქულა, 11 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა. აღსანიშნავია, რომ ლუკასთვის 2 ასისტი პლეიოფის მატჩებში ყველაზე ცუდი შედეგია. ჯეილენ ბრანსონს 21 ქულა ჰქონდა, ხოლო დავის ბერტანსი 10 ქულას დასჯერდა.

ამრიგად, „ფინიქსისა“ და „დალასის“ სერიაში ანგარიში 3:2 გახლავთ. მომდევნო შეხვედრა ტექსასში გაიმართება და მატჩი 13 მაისს, თბილისის დროით, 05:30-ზე გახლავთ ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1923 წლის
1923 წლის "თეთრი ცხენის" სახელობის მატჩი - რა მოხდა ინგლისის თასის ფინალში?