მაიამი ჰიტი, ფილადელფია სევენთი სიქსერსი
Aa
Aa

მაიამის დომინაცია - ფლორიდელებმა ფილადელფიას 35 ქულით მოუგეს

აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო გუნდი, „მაიამი ჰიტი“ „ფილადელფია სევენთი სიქსერსთან“ სერიაში კიდევ ერთხელ დაწინაურდა. სტუმრად წაგებული ორი შეხვედრის შემდეგ, ფლორიდელებმა საკუთარ კედლებში შესანიშნავად იასპარეზეს და მეტოქე 120:85 გაანადგურეს.

„მაიამის“ რიგებში საუკეთესო კვლავინდებურად ჯიმი ბატლერი იყო - 23 ქულა, 9 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა. მაქს შტრუსმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 19 ქულა, 10 მოხსნა. გეიბ ვინსენტი 15 ქულას დასჯერდა, ბემ ადებაიომ 12 ქულა დააგროვა, ვიქტორ ოლადიპოს ანგარიშზე 13 ქულა იყო, ხოლო ჰირომ და ტაკერმა 10-10 ქულა ჩააგდეს.

„ფილადელფიას“ ლიდერებმა, ჯეიმს ჰარდენმა და ჯოელ ემბიდმა ჯამში 31 ქულა დააგროვეს. ტობაიას ჰერისმა 12 ქულა მიითვალა. აღნიშნული ტრიოს გარდა, „სიქსერსის“ მხრიდან 10-ქულიანი ნიშნული არავის გადაულახავს. ტაირიზ მექსის რაც შეეხება, მან 10-დან მხოლოდ 2 ბურთი ჩააგდო და 9 ქულას დასჯერდა. სხვათა შორის, ანგარიშიდან გამომდინარე, მექსის ჰარდენს, ჰერისსა და ემბიდს მატჩის ბოლო 8 წუთის სათადარიგოთა სკამზე გატარება მოუწიათ.

შეგახსენებთ, რომ „მაიამიმ“ სერიაში ანგარიში 3:2 გახადა. NBA-ის ისტორიაში, როცა პლეიოფის სერიაში ანგარიში 2:2-ია, მე-5 მატჩის მომგები გუნდი მომდევნო ეტაპზე 82 პროცენტ შემთხვევაში გასულა. ასე რომ, ფლორიდელებს სერიოზული უპირატესობა აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენთან მისგან პელე გამოიყვანეს
„ჩვენთან მისგან პელე გამოიყვანეს" - რუსი სელექციონერი ხვიჩაზე