დორტმუნდი, მადრიდის რეალი, მანჩესტერ სიტი, ფილ ფოდენი
Aa
Aa

ჰოლანდზე და ფოდენზე წინ - ვინისიუსის მაგარი შედეგი

მსოფლიო ფეხბურთში ყველაფერი ისე განვითარდა, რომ აბსოლუტურად ყველაფრის სტატისტიკა შეგვიძლია მოვიძიოთ. გამოცემა M SPORT საინტერესო სტატისტიკას გვთავაზობს.

აღნიშნულმა საიტმა გამოაქვეყნა იმ 21-წლამდე ფეხბურთელების სია, რომლებმაც ყველაზე მეტ გოლში მიიღეს მონაწილეობა. იგულისხმება გოლი და საგოლე გადაცემა.

სიის სათავეში მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავი ვინისიუს ჯუნიორი მოგვევლინა, რომელმაც 37 გოლში მიიღო მონაწილეობა და ამ შედეგით ისეთ ვარსკვლავებს აჯობა, როგორებიც ერლინგ ჰოლანდი, ფილ ფოდენი და კარიმ ადეიემი არიან.

ბრაზილიელმა შემტევმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 18 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.

რაც შეეხება ერლინგს, ნორვეგიელმა თავდამსხმელმა 28 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა კი ყველა ტურნირზე ერთად 14 გოლი გაიტანა და 11-ჯერ საკუთარ თანაგუნდელებს გაატანინა.

სრული სია კი ასე გამოიყურება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები