ჰოლანდი ჩაანაცვლეს - დორტმუნდმა კარიმ ადეიემი იყიდა
დღეს ცნობილი გახდა, რომ ერლინგ ჰოლანდი „მანჩესტერ სიტის“ ოფიციალურად შეუერთდა. „დორტმუნდის ბორუსიამ“ კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი გაყიდა, თუმცა ძალიან მალე, ფაქტობრივად რამდენიმე საათში ნორვეგიელი თავდამსხმელის შემცვლელი იპოვა.
გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, „ტვიტერის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით გვამცნობს, რომ „დორტმუნდმა“ „ზალცბურგიდან“ კარიმ ადეიემი დაიმატა, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა.
Official, confirmed. Karim Adeyemi joins Borussia Dortmund from RB Salzburg on a permanent deal for €38m plus add-ons. ????⚫️⭐️ #BVB
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 10, 2022
Five years contract was signed two days ago. Deal now completed and announced by BVB. Here we go confirmed. pic.twitter.com/EM79kgRHgK
„ბორუსიას“ 20 წლის გერმანელის ყიდვა 38 მილიონი ევრო დაუჯდა. ამას დამატებული ბონუსები. კარიმმა“ დორტმუნდთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ადეიემი „ზალცბურგში“
ახალგაზრდა თავდამსხმელი ავსტრიულ კლუბს 2018 წელს შეუერთდა. ადეიემიმ დღემდე „ზალცბურგის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 92-ჯერ მოირგო, 33 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა შეასრულა.