ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

ადანი: ''თუ სპალეტი დარჩება, ხვიჩა პროგრესს აჩვენებს''

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ, რომელიც კომენტატორად და ჟურნალისტად მუშაობს, კრისტიან ვიერის ტელევიზიასთან, BOBO TV-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. ამჯერად, მან ხაზი ლუჩიანო სპალეტის ფაქტორს გაუსვა. მისი თქმით, თუ სპალეტი ნეაპოლში დარჩება, კვარაცხელია პროგრესს აჩვენებს.

''ქართველი ბიჭი ხვიჩა კვარაცხელია გადაიბირეს, ეს ძალიან კარგია. კიეზას მსგავსი შესაძლებლობების მოთამაშეა. ჩემი აზრით სასარგებლო და ეფექტური ტრანსფერი გამოვა: თუ სპალეტი გუნდში დარჩება, ხვიჩა განვითარდება და პროგრესს აჩვენებს''.

შეგახსენებთ, იტალიურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა სპალეტიმ ''ნაპოლის'' მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს. ეს საკითხი ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაა.

დანიელე ადანი ''ფიორენტინასა'' (1999-2002) და ''ინტერის'' (2002-04) ექს-მოთამაშეა. 2000-04 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებში 5 მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, ''ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის ''დინამოს'' ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

მასალაში გამოყენებულია ბათუმის ''დინამოს'' პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''მორიგი სუპერგოლი, დიდებულად ითამაშა'' - ნეაპოლური მედია ხვიჩაზე
''მორიგი სუპერგოლი, დიდებულად ითამაშა'' - ნეაპოლური მედია ხვიჩაზე