დავით ყიფიანის სახელობის თასი
Aa
Aa

ისტორიაში პირველად - საქართველოს თასზე მოყვარულთა გუნდმა იასპარეზა

ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, სამოყვარულო ლიგის გუნდმა დავით ყიფიანის სახელობის თასზე იასპარეზა.

მოყვარულთა ლიგის 2021 წლის სეზონის გამარჯვებული, საფეხბურთო კლუბი „ბასიანი“ გათამაშების პირველ რაუნდში „ვარკეთილი 2“-ს შეხვდა.

წყვილში გამარჯვებულის და მომდევნო ეტაპის საგზურის მფლობელის მედი დაძაბულ და სანახაობრივ ბრძოლაში, დამატებით ტაიმებში გადაწყდა. შეხვედრა „ვაკრეთილი 2“-ის გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ინიციატივა ფეხბურთის ფედერაციას ეკუთვნის. სფფ-ის გადაწყვეტილებით, მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული ყოველ წელს საქართველოს თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლამაზი შოუ ბათუმში - დინამომ დილას 3:0 მოუგო
ლამაზი შოუ ბათუმში - დინამომ დილას 3:0 მოუგო