ერთა ლიგა, ეროვნული ნაკრები, ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ზივზივაძე: ,,ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვუჩვენე როგორ არ სრულდება მაკრატელა და პანენკა"

ყოველ ორშაბათს, 20:00 საათზე, CrystalSport-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს „საგოლე გადაცემას" სთავაზობს. გადაცემის წამყვანები საინტერესო სტუმრებთან ერთად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავენ. 9 მაისის სტუმარი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე იყო.

უნგრეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში კიშვარდამ შინ უიპეშტი ანგარიშით - 2-1 დაამარცხა. მასპინძლები მე-4 წუთზე დაწინაურდნენ, მე-19 წუთზე კი ბუდუ ზივზივაძეს გათანაბრების შანსი ჰქონდა, ბერიძის პასის შემდეგ ჯერ მეკარემ მოიგერია, შემდეგ კი ,,მაკრატელას'' დარტყმის მცდელობა წარუმატებელი გამოვიდა, უხერხულად დაეცა და ექიმების დახმარება დასჭირდა. იქამდე, 30-ე ტურში, ქართველ ფეხბურთელს აუტსაიდერი დირმოტის წინააღმდეგ გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, პენალტი ე.წ. ,,პანენკას" სტილში დაარტყა, თუმცა ბურთი კარს ააცილა.

,,საგოლე გადაცემის" მიმდინარეობისას საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა იხუმრა, რომ ცუდად შესრულებული ,,პანენკა" და ,,მაკრატელა" ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მაგალითი იქნება.

ბუდუ ზივზივაძე (საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი)

,,რა თქმა უნდა მსურს, რომ უკეთეს ჩემპიონატში გადავიდე. იმედია, ამ წარმატებული სეზონის შემდეგ, საინტერესო ვარიანტები გამოჩნდება.

თერთმეტმეტრიანის გაფუჭება ძალიან განვიცადე, რადგან ის შეხვედრა ვერ მოვიგეთ. პენალტი რომ გამეტანა,  მორიგი გოლისთვის საკმარისი დრო კიდევ იქნებოდა. სამწუხაროდ, ძალიან ცუდად დავარტყი. არის მომენტები, რომლებსაც ახსნი, მაგრამ ამ დარტყმულს გამართლება არ აქვს. მწვრთნელი გვერდით დამიდგა, მე კი გუნდს ვუთხარი, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას მე ვიღებდი. შემდეგ იყო ,,მაკრატელას" მცდელობა, როდესაც დავშავდი. გამოვიდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ორი მაგალითი ვუჩვენე: როგორ არ სრულდება თერთმეტმეტრიანი და როგორ არ უნდა დაარტყა ,,მაკრატელა".

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მოახლოვებული ერთა ლიგის ციკლის შესახებაც ისაუბრა:

,,რა თქმა უნდა, ველოდები, რომ ვილი სანიოლის სანაკრებო სიაში ვიქნები, თუმცა ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. 

რაც შეეხება ჩემს სადებიუტო გოლს, იმ მომენტში ხვიჩამ შესანიშნავად ითამაშა. როგორც ფორვარდს, ერთი მომენტი ჩამივარდა, მეორე მომენტი კი აუცილებლად უნდა გამომეყენებინა იმისთვის, რომ სანაკრებო სიაში შემდეგშიც ვყოფილიყავი. მატჩის ბოლოს სანიოლი გადამეხვია და სადებიუტო გოლი მომილოცა".

მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთული იქნება - ჩვენი გუნდი ერთა ლიგის C4 ჯგუფში ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტარს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინმა და ტენერიფემ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა მოიგეს
შერმადინმა და ტენერიფემ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა მოიგეს