Crystalbet ეროვნული ლიგა, გაგრა
Aa
Aa

8-გოლიანი სპექტაკლი დინამო არენაზე - გაგრამ ლოკომოტივს 5:3 მოუგო

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-12 ტურის დასკვნითი მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა. „გაგრა“ მასპინძლის სტატუსით „თბილისის“ ლოკომოტივს დაუხვდა და სანახაობრივ შეხვედრაში 4:2 დაამარცხა.

მე-7 წუთზე გაგრელები ალექსანდრე ანდრონიკაშვილის ავტოგოლით დაწინაურდნენ, მე-15 წუთზე კი გიორგი იაკობიძემ წონასწორობა აღადგინა.

მეორე ნახევარში, 49-ე წუთზე იაკობიძემ „გაგრას“ კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და თბილისური კლუბი დააწინაურა, თუმცა „ლოკომოტივმა“ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. 59-ე წუთზე თემურ ჩოგაძემ საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა, 64-ე წუთზე კი „ლოკომოტივის“ კარში მორიგი ავტოგოლი გავიდა, რომელიც ამჯერად ანდრო გიორგაძის ანგარიშზე იყო - 3:2. 73-ე წუთზე თეიმურაზ შონიამ სხვაობა ორბურთამდე გაზარდა, 85-ე წუთზე კი გიორგი ბუხაიძემ თბილისური კლუბის კარში მეხუთე გოლი შეაგდო. შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 87-ე წუთზე ეფექტური შორეული დარტყმით ბექა დარცმელიამ დააფიქსირა - 5:3.

გაგრა 5:3 ლოკომოტივი

12 ტურის შემდეგ „გაგრა“ სატურნირო ცხრილში 17 ქულით მე-6 პოზიციაზე აღზევდა, „ლოკომოტივი“ კი კვლავ 0 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლამაზი შოუ ბათუმში - დინამომ დილას 3:0 მოუგო
ლამაზი შოუ ბათუმში - დინამომ დილას 3:0 მოუგო