სამგურალმა თელავი 2:1 დაამარცხა
Crystalbet ეროვნულ ლიგაში მე-12 ტურის მეორე სათამაშო დღის პირველ მატჩში წყალტუბოს „სამგურალმა“ საკუთარ მოედანზე „თელავს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 2:1 გაიმარჯვა.
შეიძლება ითქვას, რომ მასპინძლებმა თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. შეხვედრის დებიუტში, მე-4 წუთზე ირაკლი რუხაძემ თედო კიკაბიძის გადაცემა ზუსტად გამოიყენა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. 27-ე წუთზე კი ნიკა კალანდარიშვილმა დემურ ჩიხლაძის პასით „სამგურალის უპირატესობა ორბურთამდე გაზარდა.
თელაველებმა 88-ე წუთზე ლაშა ქოჩლაძის გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა შეხვედრის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
სამგურალი 2:1 თელავი
12 ტურის შემდეგ „სამგურალი“ Crystalbet ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, „თელავი“ კი 16 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.