ლივერპული, პრემიერ ლიგა, პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

პეპ გუარდიოლა: ყველას ლივერპულის ჩემპიონობა უნდა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ ბრიტანულ მედიასთან „ლივერპულთან“ პრემიერ ლიგის საჩემპიონო რბოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ინგლისში მოსახლეობის უმრავლესობას მერსისაიდული კლუბის ჩემპიონობა სურს:

გუარდიოლას სიტყვებს BBC ციტირებს:

ამ ქვეყანაში ყველა „ლივერპულს“ უჭერს მხარს - მედია, ფანები და სხვები. რა თქმა უნდა, „ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგაზე წარმოუდგენელი ისტორია აქვთ, რაც დასაფასებელია. მაგრამ, მათ არ აქვთ ისტორია პრემიერ ლიგაში. მათ ბოლო 30 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოიგეს ქვეყნის ჩემპიონატი.

ვიცი, რომ ბევრს ჩვენი ლიდერობა არ უხარია და სურთ, რომ ჩემპიონატი „ლივერპულმა“ მოიგოს, დაე იყოს ასე, ეს ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე „მანჩესტერ სიტი“ სატურნირო ცხრილს 86 ქულით ლიდერობს, „ლივერპული“ კი მეორე პოზიციაზე იმყოფება და 83 ქულა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაფერი გადაწყვეტილია - ჰოლანდი მან. სიტიში ითამაშებს
ყველაფერი გადაწყვეტილია - ჰოლანდი მან. სიტიში ითამაშებს