დიეგო მარადონა
Aa
Aa

"ფეხების და გულის გაცვლა მაისურის მსგავსად" - მარადონას და ფონსეკას ისტორია

ფეხების და გულის გაცვლა მაისურების მსგავსად - ამ ისტორიას ორი პერსონაჟი ჰყავს. ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონა და ჰერნან ფონსეკა.

2020 წლის ნოემბერში გულის პრობლემები გამო მსოფლიომ მარადონა დაკარგა. ლეგენდარულ ყოფილ ფეხბურთელს არაერთი უნიკალური ისტორია აქვს. ერთ-ერთ ასეთზე კი დღეს გიამბობთ.

როსარიოს ჩრდილოეთით, 58 კილომეტრის დაშორებით არსებობს პატარა მუნიციპალიტეტი სახელად ტოტორასი, სადაც 28 წლის წინ ახალგაზრდა მეკარე სახელად ჰერნან ფონსეკა თამაშობდა. კლუბ „უნიონის“ კარის დარაჯი ავარიაში მოყვა, ზურგის ტვინი დაუზიანდა და სამწუხაროდ დღემდე ინვალიდია.

1995 წლის 6 მაისს, კატასტროფიდან 1 წლის შემდეგ, ტოტორასში ფონსეკას პატივსაცემად წვეულება და ამხანაგური მატჩი გაიმართა, სადაც ლეგენდარული დიეგოც იმყოფებოდა. მარადონა ჰერნანთან მივიდა და ყურში ჩუმად უთხრა:

„ძლიერი იყავი, არ დაეცე! ჩემი ფეხები შენი ფეხებია!“

ამ ფრაზამ ფონსეკას დიდი სტიმული მისცა. რამდენიმე წელიწადში ის ტოტორასში, ხეიბართა სამკურნალო ცენტრის ხელმძღვანელი გახდა. 2005 წელს, მარადონას გულის ოპერაცია დასჭირდა და ფონსეკასგან ალბათ ყველაზე გამამხნევებელი შეტყობინება მიიღო:

„არ ინერვიულო, ჩემი გული შენი გულია“

ეს შეტყობინება მსოფლიოს ვირუსივით მოედო. დიეგო და ფონსეკა მთელი ცხოვრება მეგობრები იყვნენ. იქამდე სანამ, ლეგენდარულმა არგენტინელმა სიცოცხლე არ დაასრულა..

„დიეგომ ცხოვრებაში ჩემი თხოვნის გარეშე უამრავი რამ მომცა. ის იყო ყველაზე ძლიერი ადამიანი, ვინც კი ოდესმე მინახავს. მან ყველას დაანახა, რომ საფეხბურთო სამყაროში შესაძლებლობების ზღვარი არ არსებობს“

- იხსენებს ჰერნან ფონსეკა..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პელე, სამერბი, მური, სტალონე - სპორტული ფილმი, რომელიც დღესაც აქტუალურია
პელე, სამერბი, მური, სტალონე - სპორტული ფილმი, რომელიც დღესაც აქტუალურია