ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, ხოსე ბორდალასი
Aa
Aa

''ფეხით თამაში უნდა გააუმჯობესოს'' - ბორდალასმა მამარდაზე ისაუბრა

ლა ლიგის 36-ე ტურში ''ვალენსია'' ''მესტალიაზე'' ''ბეტისს'' უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ხოსე ბორდალასმა გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, 21 წლის მეკარემ ფეხით თამაში უნდა გააუმჯობესოს.

''არ ვიცი ''ვალენსია'' აპირებს თუ არა მის გაყიდვას. ის კმაყოფილებით მავსებს. მითხრეს, რომ მეორე გუნდში გადამეყვანა, როცა პირველ გუნდში თამაშობდა, მაგრამ ამაზე უარი ვთქვი. დრომ აჩვენა, რომ მართალი ვიყავი.

მამარდაშვილმა ფეხით თამაში უნდა გააუმჯობესოს და უფრო მშვიდი უნდა იყოს, თუმცა მან ძალიან კარგი მატჩები ჩაატარა''.

შეგახსენებთ, ამ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 20 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 16 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა.

''ვალენსია'' - ''ბეტისის'' შეხვედრა 10 მაისს, 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ვალენსიამ ახალი კონტრაქტი სწრაფად უნდა გაუფორმოს'' - ორტიზი მამარდაზე
''ვალენსიამ ახალი კონტრაქტი სწრაფად უნდა გაუფორმოს'' - ორტიზი მამარდაზე