საკადრო პრობლემები სიტიში - დიაში, უოკერი და სტოუნსი სეზონის ბოლომდე იუქმებენ
„მანჩესტერ სიტის“ სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი და „ქალაქელები“ 3 წამყვანი მცველის გარეშე დარჩნენ. პეპ გუარდიოლას ინფორმაციით, რუბენ დიაში, ჯონ სტოუნსი და კაილ უოკერი სეზონის ბოლომდე იუქმებენ.
„დარჩენილი 3 მატჩისთვის 3 მცველი დაგვრჩა, თუმცა ეს პრობლემა არ უნდა იყოს. როდრის დაცვაში თამაში შეუძლია და აკადემიაც გვაქვს, რომლის ფეხბურთელებისგან გაცილებით მეტის მოთხოვნა შეგვიძლია. დარჩენილ მატჩებში 13.5 მოთამაშე გვეყოლება და თითოეულმა მათგანმა გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს, რათა სხვების არყოფნა აანაზღაუროს.
ფაქტია, რომ პრობლემები გვაქვს, მაგრამ ეს განაჩენი არაა. ნიუკასლთან მატჩის მეორე ნახევარი რუბენ დიაშის ნაცვლად ფერნანდინიომ ითამაშა და საქმეს თავი მშვენივრად გაართვა. ასე რომ, ვფიქრობ, ყველაფერს თავს გავართმევთ“, - განაცხადა გუარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ გუარდიოლას გუნდი პრემიერ ლიგის ტიტულისთვის იბრძვის და უშუალო კონკურენტს, „ლივერპულს“ 3 ქულით უსწრებს. „ქალაქელები“ მომდევნო შეხვედრას 11 მაისს გამართავენ და სტუმრად „ვულვზს“ დაუპირისპირდებიან.