ჰამბურგი, გიორგი ჩაკვეტაძე, ტიმ ვალტერი
Aa
Aa

ფინალური მოლაპარაკება და სპეკულაციები - ''ბილდი'' ჩაკვეტაძეზე წერს

BILD-ის ცნობით, გიორგი ჩაკვეტაძე, მიკელ კაუფმანი და იან გიამერა ''ჰამბურგს'' შეუთანხმდნენ, რომ მათ მომავალთან დაკავშირებით მოლაპარაკების ფინალური ეტაპი სეზონის დასრულების შემდეგ გაიმართება.

გერმანული კლუბი სეზონის დასრულებამდე ორ მოთამაშეს, ფარიდე ალიდუსა და მანუელ ვინცჰაიმერს ოფიციალურად დაემშვიდობა, თუმცა ჩაკვეტაძე-კაუფმანი-გიამერას ტრიოსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებენ. 

გერმანული Abendblatt-ის ცნობით, გიორგი ჩაკვეტაძის ''ჰამბურგში'' დარჩენა რთული წარმოსადგენია, თუმცა რადგან კლუბი ფეხბურთელს ჯერ არ დაემშვიდობა, ეს ფაქტი სპეკულაციებს აჩენს. მიუხედავად ამისა, BILD-ი წერს, რომ ჩაკვეტაძის კარიერა ''ჰამბურგში'' დასრულდება, ამ მხრივ რადიკალური ცვლილება მოსალოდნელი არაა.

მეორე ბუნდესლიგის სეზონის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი, ''ჰამბურგს'' ბუნდესლიგაში აღზევების რეალური შანსი აქვს, 57 ქულით მესამე პოზიციაზეა. დასკვნით ტურში მისი მეტოქე როსტოკის ''ჰანზა'' იქნება (15 მაისი).

მიმდინარე თვის დასაწყისში (3 მაისს) ''ჰამბურგის'' მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა გიორგი ჩაკვეტაძე საჯაროდ გააკრიტიკა. მისი აზრით, ფეხბურთელში სათანადო მონდომებას ვერ ხედავს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ გერმანულ გუნდში ''ჩაკის'' ასპარეზობით კმაყოფილები არ არიან.

მოგეხსენებათ, გასულ ზამთარში ''გენტმა'' ქართველი ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე ''ჰამბურგში'' გაანათხოვრა. გიორგიმ მეორე ბუნდესლიგის 10 მატჩში 1 გოლი შეაგდო, გერმანიის თასის ორ შეხვედრაში კი 1 საგოლე პასი შეასრულა.

გიორგი ჩაკვეტაძეს ''გენტთან'' კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ვალენსიამ ახალი კონტრაქტი სწრაფად უნდა გაუფორმოს'' - ორტიზი მამარდაზე
''ვალენსიამ ახალი კონტრაქტი სწრაფად უნდა გაუფორმოს'' - ორტიზი მამარდაზე