საქართველოს 15-წლამდე ნაკრები, გიორგი ჩიტაური
Aa
Aa

U15 | საქართველომ ერევნის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ერევანში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე პირველი მატჩი ჩაატარა და ლიბანის ასაკობრივი გუნდი 3:1 დაამარცხა.

შეხვედრის პირველ ნახევარში, 35-ე და 39-ე წუთებზე დუბლის შესრულება „დინამო თბილისის“ ახალგაზრდა ნახევარმცველმა, რეზი დანელიამ შეძლო.

მეორე ტაიმის დებიუტში ლიბანელმა ფეხბურთელებმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, თავი ჩარბელ ასაფიმ გამოიჩინა. საბოლოო ანგარიში კი 50-ე წუთზე, ეფექტური დარტყმით ლუკა წულაიამ დააფიქსირა.

U15 | ლიბანი 1:3 საქართველო

გიორგი ჩიტაურის გუნდი, მომდევნო მატჩს 10 მაისს, მოლდოვის U15 გუნდთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საბურთალო და ლოკომოტივი საშინაო არენას იცვლიან - მიხეილ მესხის სტადიონის რეკონსტრუქცია იწყება
საბურთალო და ლოკომოტივი საშინაო არენას იცვლიან - მიხეილ მესხის სტადიონის რეკონსტრუქცია იწყება