ფარიკაობა, სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

მოფარიკავეთა ნაკრებმა მადრიდის მსოფლიო თასი მე-6 ადგილზე დაასრულა

საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ეროვნული ნაკრები, ესპანეთის დედაქალაქში დასრულებულ მსოფლიო თასზე გუნდურ შეჯიბრში მე-6 ადგილზე გავიდა.

Villa de Madrid-ის გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრების ღირსებას სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გოგა კაკაურიძე და ლაშა კუჭუხიძე იცავდნენ.

პირველ ეტაპზე ქართველმა მოფარიკავეებმა ბელგია მარტივად, 45:24 დაამარცხა, მეორე წრეში კი დრამატულ ბრძოლაში ირანს მინიმალური სხვაობით, 45:44 სძლია.

სამწუხაროდ, მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრებმა უნგრეთის უძლიერეს გუნდთან 23:45 წააგო და ასპარეზობა მეხუთე ადგილისთვის განაგრძო. რეპეშაჟში აშშ-თან 45:39 გამარჯვების შემდეგ, ჩვენი გუნდი გადამწყვეტ შეხვედრაში საფრანგეთს შეხვდა და სამწუხაროდ, მე-5 ადგილისთვის გამართული დაპირისპირება 36:45 დათმეს, რის შედეგადაც ტურნირი მე-6 ადგილზე დაასრულეს.

შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ჩათვლაში მსოფლიო თასზე სანდრო ბაზაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როცა ასაკი უბრალოდ ციფრებია - ინტერვიუ 79 წლის მოფარიკავე გივი ანდრიაძესთან
როცა ასაკი უბრალოდ ციფრებია - ინტერვიუ 79 წლის მოფარიკავე გივი ანდრიაძესთან