ჩარლზ ოლივეირა, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

გამარჯვება მახრჩობელა ილეთით - ოლივეირამ გეიჯი დაამარცხა

UFC-ში, მსუბუქ წონაში, ბრაზილიელმა ჩარლზ ოლივეირამ ჯასტინ გეიჯი ე.წ. მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. ოლივეირა ნოკდაუნში ორჯერ აღმოჩნდა, თუმცა დაბრუნება შეძლო.

რაც შეეხება გეიჯს, მან ნოკდაუნიდან დაბრუნება ვერ მოახერხა, ოლივეირამ უპირატესობა მოიპოვა და შეინარჩუნა და საბოლოოდ ზედიზედ მე-11 შეხვედა მოიგო.

შეხვედრამდე ამერიკელ მებრძოლს წონის დაფიქსირება არ გასჭირვებია, ბრაზილიელთან მიმართებით კი ყველაფერი სხვანაირადა იყო. პირველ ცდაზე, ოლივეირამ 70.5 კგ დააფიქსირა, რაც მსუბუქი წონის ლიმიტზე 200 გრამით მეტია. ჩარლზს 1 საათი მისცეს, რათა 200 გრამი დაეკლო, მაგრამ მეორე აწონვაზე ბრაზილიელის წონა იგივე გახლდათ. UFC-ის წესების მიხედვით, ოლივეირას ტიტული ჩამოართვეს და გეიჯისთან გამარჯვების შემდეგ საჩემპიონო ქამარი მაინც ვაკანტურია.

ოლივეირა შემდეგ ბრძოლას ზაფხულში ან შემოდგომაზე გამართავს. უდიდესი ალბათობით მისი მეტოქე ისლამ მახაჩევი ან ბენეილ დარიუში იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები