პირველად 2013 წლის შემდეგ - კანელო ალვარესი დამარცხდა
31 წლის მექსიკელი მოკრივე კანელო ალვარესი პროფესიულ კარიერაში მეორედ დამარცხდა, პირველად 2013 წელს ფლოიდ მეივეზერმა სძლია, მეორედ კი გასულ ღამეს ყირგიზმა დმიტრი ბივოლმა, რომელიც რუსეთის სახელით ასპარეზობს.
შეხვედრის დასრულებისთანავე კანელო ალვარესმა ბივოლთან კიდევ ერთი ბრძოლის გამართვის სურვილი გამოთქვა.
''ეს სპორტია, მარცხს უნდა შეეგუო, მაგრამ მე უკვე რევანშზე ვფიქრობ''.
31 წლის ბივოლი დაუმარცხებელია, კარიერაში 20 ბრძოლა გამართა, ყველა შეხვედა გამარჯვებით დაასრულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბივოლმა აღნიშნა, რომ კრივის სამყაროში სათანადო დაფასება არ აქვს, თუმცა ამ გამარჯვების შემდეგ იმედოვნებს, რომ მის როლს და მის რეალურ შესაძლებლობებს ყველა კარგად გაიაზრებს.