ორი ლელო ჩელენჯ ქაფზე - ნინიაშვილმა ლიონი 1/2-ფინალში გაიყვანა
რაგბიში, ჩელენჯ ქაფის 1/4-ფინალში ''ლიონმა'' გლაზგოს ''უორიორსი'' 35:27 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მეორე ნახევარში, როცა ''ლიონი'' 20-27 მარცხდებოდა, ნინიაშვილმა მარცხენა ფლანგზე შესანიშნავად იმოქმედა, ლელო დადო და ანგარიში შეამცირა. 76-ე წუთზე, როცა ანგარიში ''ლიონის'' სასარგებლოდ 28:27 იყო, ქართველმა ლეგიონერმა მეორე ლელო დადო, ''ლიონის'' უპირატესობა განამტკიცა.
ნინიაშვილის მსგავსად ''ლიონის'' სასტარტოში 23 წლის ბექა საღინაძემ ითამაშა, რომელიც 68-ე წუთზე შეცვალეს. ''ლიონის'' მთავარ მწვრთნელს მატჩის საუკეთესო მოთამაშე, 19 წლის დავით ნინიაშვილი არ შეუცვლია, მატჩის ბოლომდე მოედანზე დატოვა.
1/2-ფინალში ''ლიონის'' მეტოქე ინგლისური ''უოსპსი'' იქნება.