ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, ხოსე ბორდალასი
Aa
Aa

''დარტყმებს დიდებულად გაუმკლავდა'' - ბორდალასი, გომესი და ფულკიე მამარდაზე

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგის 35-ე ტურში ბილბაოს ''ატლეტიკმა'' ''სან მამესზე'' ''ვალენსიას'' უმასპინძლა (0:0). ''ვალენსიას'' ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა, ინიაკი უილიამსს ორი ურთულესი დარტყმა აუღო და მიმდინარე სეზონში ''მატჩის მეფედ'' მესამედ დასახელდა.

მატჩის შემდეგ მამარდაშვილის შესახებ ''ღამურების'' მთავამა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა, დიმიტრი ფულკიემ და მაქსი გომესმა ისაუბრეს.

ხოსე ბორდალასი: ''ატლეტიკი'' სახიფათო მომენტებს ქმნიდა, ორ მომენტს გამოვყოფ, მაგრამ გიორგი ძალიან კარგი იყო, დარტყმებს დიდებულად გაუმკლავდა''.

მაქსი გომესი: ''ბედნიერები ვართ, რომ გიორგი ჩვენი გუნდის წევრია. მან ნამდვილი შოუ შექმნა''.

დიმიტრი ფულკიე: ''მამარდაშვილმა გოლისგან გვიხსნა, მაგრამ არბიტრს რომ დანი გარსია გაეძევებინა, თამაშის სცენარი განსხვავებული იქნებოდა''.

შეგახსენებთ, ამ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 20 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 16 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები