დინამო ბათუმი, დილა, დინამო თბილისი, ვლადიმერ გუცაევი
Aa
Aa

გუცაევი: ,,თუ ევროთასებზე ისევ ძველებურად გამოვალთ ჩათვალეთ, იმავე წრეზე ვტრიალებთ"

გია გეგუჩაძის დინამო ბათუმი საქართველოს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს პირველად წარადგენს, ხოლო დინამო თბილისი და გორის დილა კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებენ.

დღეს, ლეგენდარულმა ვლადიმერ გუცაევმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში" მოახლოვებული ევროტურნირების შესახებ ისაუბრა:

სულ ვამბობ, რომ მთავარი ევროთასებია. ჩვენ რაღაც შედეგი იქ უნდა ვაჩვენოთ და ამით შევაფასებთ, ჩვენი ჩემპიონატის დონემ აიწია თუ არა. თუ ევროთასებზე ისევ ისე გამოვედით, როგორც წინა წლებში, ჩათვალეთ, რომ იმავე დონეზე დავრჩით და იმავე წრეზე ვტრიალებთ. რაც არ უნდა დაძაბული ვითარება იყოს საქართველოს ჩემპიონატში, ეს არაფრის მთქმელი იქნება.

ვუყურებთ ჩემპიონთა და ევროპის ლიგის თამაშებს, რა დონეა, ტაქტიკურად და ფიზიკურად როგორი მომზადებულები არიან. გუნდებს ბოლო წუთამდე და დამატებით დროშიც შეუძლიათ პრესინგით, მაღალ ტემპში ითამაშონ. თუ ევროთასებზე ერთი ქართული გუნდი მაინც გამოვა კარგად, მაშინ ვიტყვი, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. თუ არა, მაშინ ისევ ალტერნატივა უნდა ვეძებოთ – მაგალითად, უფრო მაღალი დონის ლეგიონერების ჩამოყვანა.

გია გეგუჩაძის გუნდი განუთესავთა შორის იქნება. დინამო ბათუმს  17 პოტენციური მეტოქე ეყოლება, ყველა მათგანის სახელი ჩემპიონატების დასრულების შემდეგ გვეცოდინება.

საქართველოს ჩემპიონი ჩვენს ქვეყანას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისტორიაში პირველად წარადგენს. სხვადასხვა დროს, 1923 წელს დაარსებული აჭარული კლუბი საქართველოს თასისა (1997-1998) და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (1998) გახლდათ, ასევე 4-ჯერ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი (1997–1998, 2014–2015, 2019/2020), თუმცა მათთვის ოქროს მედალი პირველია.

მომზადებულია საქართველოს პირველი არხის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუკა მაისურაძე: ,,ჩემს წონაში დიდი კონკურენცია მეტად გამაძლიერებს
ლუკა მაისურაძე: ,,ჩემს წონაში დიდი კონკურენცია მეტად გამაძლიერებს"