ჩელსი
Aa
Aa

ოფიციალურად: ჩელსი 2,5 მილიარდ ფუნტად გაიყიდება

„ჩელსიმ“ დაადასტურა, რომ ისინი კლუბის გაყიდვას დათანხმდნენ. ამის შესახებ ლონდონელთა ოფიციალური ვებ გვერდი წერს:

„ჩელსის საფეხბურთო კლუბს შეუძლია დაადასტუროს, რომ კლუბის შეძენის პირობები მფლობელთა ახალი ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობენ ტოდ ბოელი (ლოს ანჯელეს დოჯერსის თანამფლობელი), Clearlake Capital, მარკ უოლტერი და ჰანსიორგ უისისის წინადადებას.

მთლიანი ინვესტიციიდან 2,5 მილიარდი ფუნტი მოხმარდება კლუბის წილების შეძენას.

ეს თანხები განთავსდება დიდ ბრიტანეთში გაყინულ საბანკო ანგარიშზე, რათა სრულად გადაირიცხოს საქველმოქმედო საჭიროებებისთვის, რაც დაადასტურა რომან აბრამოვიჩმა. გაყინული ანგარიშიდან თანხების გადარიცხვისთვის დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანხმობა იქნება საჭირო.

გარდა ამისა, პოტენციური ახალი მფლობელები განახორციელებენ 1,75 მილიარდ ფუნტის ინვესტიციას კლუბის შემდგომი განვითარებისთვის. ეს მოიცავს ინვესტიციას სტემფორდ ბრიჯზე, აკადემიაში, ქალთა გუნდში, კინგსმიდოუს სტადიონში და ჩელსის ფონდის მუდმივ დაფინანსებას.

კლუბის გაყიდვა სავარაუდოდ მაისის ბოლოს განხორციელდება, მას შემდეგ რაც ყველა საჭირო თანხმობა იქნება მიღებული“,

- ნათქვამია ჩელსის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჩელსის აწ უკვე ყოფილი მფლობელის რომან აბრამოვიჩის სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. მოგეხსენებათ, „არისტოკრატების“ მფლობელი , რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობრად ითვლებოდა და ამის გამო მას ინგლისში შესვლა აეკრძალა. სანქციები კი ამ ყველაფერს მოყვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუარდიოლა: ლიგა, რომ მოგვეგო ფულს დააბრალებდნენ და არა ჩვენს შრომას
გუარდიოლა: ლიგა, რომ მოგვეგო ფულს დააბრალებდნენ და არა ჩვენს შრომას