ჩავი: რეალს მობრუნების შანსი არ უნდა მისცე, ჩვენთვის რომ გაეტანათ დაიჯერებდნენ
ჩავიმ პრესასთან საუბრისას მადრიდის „რეალთან“ მოგებული „ელ კლასიკო“ გაიხსენა და ამისთვის თავისი გუნდი შეაქო.
„ჩვენ გვაქვს განსხვავებული სტილი და განსხვავებული მოდელი, ვიდრე რეალს. ჩვენ მათ მოვუგეთ. მაგრამ რეალი აუცილებლად დაბრუნდება, თუ მათ აპატიებთ და მომენტებს ვერ გამოიყენებთ. ამის მაგალითია ჩვენი მატჩი ბერნაბეუზე (4:0). მათ გოლი რომ გაეტანათ, შემდეგ დაიჯერებდნენ. ეს არის მათი დნმ. ჩვენ სხვა გვაქვს. მაშინაც კი მოვიგეთ, როცა ამას არ ვიმსახურებდით.
ჩვენ ვაფასებთ ამას, მან სამი ქულის მოპოვების საშუალება მოგვცა. მადრიდის რეალს, როგორც ისტორიაში გვეუბნება, შეუძლია დაბრუნდეს, თუ აპატიებთ 0:2-ზე ან 0:3-ზე, შემდეგ მათ მატჩის შემობრუნება შეუძლიათ. საამისოდ ფეხბურთელები ყოველთვის ჰყავთ.
ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევთ ესპანეთის ჩემპიონებთან და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტებთან გამარჯვებას. თქვენ იხილეთ, თუ რა შეიძლება გავხდეთ, მაგრამ ამას სტაბილურობა სჭირდება.
საჩემპიონო დერეფანი? ბეტისს დერეფანს გავუკეთებთ. ეს არის პატივისცემის და სპორტული სულისკვეთების ნიშანი. ბეტისი ამას იმსახურებს. ბეტისმა მოიგო კოპა დელ რეი, ტურნირი, სადაც ჩვენ ვიღებდით მონაწილეობას.
გულშემატკივრებს პატივისცემა და სპორტსმენობა უნდა ვასწავლოთ, შეცდომა იქნება თუ ამას არ გავაკეთებთ. ამის შესახებ გასახდელში ვისაუბრეთ, ფეხბურთელებმა მხარი დამიჭირეს.
მაშინ მადრიდის რეალისთვისაც გავაკეთეთ დერეფანი. მოწინააღმდეგეს პატივი უნდა სცე. დანარჩენი არის დაპირისპირება, რომელიც არ მაინტერესებს“,
- განაცხადა ჩავიმ.