ჩარლზ ოლივეირა, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

ოლივეირას ქამარი ჩამოართვეს - გამარჯვების შემთხვევაში გეიჯი ახალი ჩემპიონი გახდება

ფინიქსში, UFC 274-ის წინ, აწონვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიების მთავარი მოვლენა მსუბუქ წონით დივიზიონში გასამართი საჩემპიონო ბრძოლაა, რომელშიც ჩარლზ ოლივეირა ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.

ამერიკელ მებრძოლს წონის დაფიქსირება არ გასჭირვებია, ბრაზილიელთან მიმართებით კი ყველაფერი სხვანაირადაა. პირველ ცდაზე, ოლივეირამ 70.5 კგ დააფიქსირა, რაც მსუბუქი წონის ლიმიტზე 200 გრამით მეტია. ჩარლზს 1 საათი მისცეს, რათა 200 გრამი დაეკლო, მაგრამ მეორე აწონვაზე ბრაზილიელის წონა იგივე გახლდათ.

UFC-ის წესების მიხედვით, ოლივეირას ტიტული ჩამოართვეს და გეიჯისთან გამარჯვების შემთხვევაშიც, საჩემპიონო ქამარი მაინც ვაკანტური გახდება. თუმცა თუ ბრძოლა ჯასტინის გამარჯვებით დასრულდა, იგი ნანატრ ტიტულს დაისაკუთრებს.

სხვათა შორის, ჩარლზ ოლივეირა UFC-ის ისტორიაში პირველი ჩემპიონი გახდა, რომელმაც ტიტული წონის ჩაგდების გამო დაკარგა. როგორც მოგეხსენებათ, ოლივეირას წონასთან დაკავშირებით, პრობლემები სულ ჰქონდა. ბოლო პერიოდში, მან ვითარება გამოასწორა, მაგრამ როგორც ჩანს, ძველმა პრობლემებმა თავი ისევ იჩინა. გეტყვით იმასაც, რომ როუზ ნამაიუნასმა და კარლა ესპარზამ წონა დააფიქსირეს და მათი ჩხუბი ოფიციალურად ჩაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კამერების გარეშე სხვანაირი იყო, კამერებთან - სხვანაირი“ - პიოტრ იანი დვალიშვილზე
„კამერების გარეშე სხვანაირი იყო, კამერებთან - სხვანაირი“ - პიოტრ იანი დვალიშვილზე