ჩარლზ ოლივეირა, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

ჩემპიონმა წონა ვერ ჩააბარა - ოლივეირას 200 გრამის დასაკლებად 1 საათი აქვს

ფინიქსში UFC 274-ის წინ, აწონვის ცერემონია მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიების მთავარი მოვლენა სატიტულო ბრძოლაა, რომელშიც ერთმანეთს ჩარლზ ოლივეირა და ჯასტინ გეიჯი დაუპირისპირდებიან.

ამერიკელმა მებრძოლმა წონა დააფიქსირა და პრობლემები არ შექმნია - 70.3 კგ, მოქმედ ჩემპიონთან მიმართებით კი განსხვავებული ვითარება გვაქვს. აღსანიშნავია, რომ ოლივეირა აწონვის ცერემონიაზე მის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გამოცხადდა და წონა ვერ დააფიქსირა - 70.5 კგ.

გავრცელებული ინფორმაციით, UFC-ის წარმომადგენლებმა ოლივეირას დამატებით 1 საათი მისცეს, რათა ზედმეტი 200 გრამი დაიკლოს. თუ ბრაზილიელმა წონა მეორე ცდაზეც ვერ ჩააბარა, ბრძოლა გაიმართება, მაგრამ ოლივეირას ტიტულს ჩამოართმევენ.

შეგახსენებთ, რომ ოლივეირას წონასთან დაკავშირებით, პრობლემები სულ ჰქონდა. ბოლო პერიოდში, მან ვითარება გამოასწორა, მაგრამ როგორც ჩანს, ძველმა პრობლემებმა თავი ისევ იჩინა. გეტყვით იმასაც, რომ როუზ ნამაიუნასმა და კარლა ესპარზამ წონა დააფიქსირეს და მათი ჩხუბი ოფიციალურად ჩაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კამერების გარეშე სხვანაირი იყო, კამერებთან - სხვანაირი“ - პიოტრ იანი დვალიშვილზე
„კამერების გარეშე სხვანაირი იყო, კამერებთან - სხვანაირი“ - პიოტრ იანი დვალიშვილზე