პიერლუიჯი კოლინა, UEFA, FIFA
Aa
Aa

90-ის ნაცვლად 60 წუთი ? - UEFA და FIFA ცვლილებებზე მსჯელობენ

UEFA-ს სამსაჯო კომიტეტის მმართველმა პიერლუიჯი კოლინამ, საერთაშორისო საფეხბურთო ასოციაციის საბჭომ (IFAB) და FIFA-მ საფეხბურთო მატჩების დროის 90-დან 60 წუთამდე შემცირება განიხილეს.

კოლინას თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და შესაძლოა საფეხბურთო წესებში ცვლილებები განხორციელდეს.

მარკ კლატენბურის განცხადებით, 60 წუთი ე.წ. ''სუფთა დროა'', 60 წუთი მხოლოდ თამაშის მიმდინარეობის პროცესს გულისხმობს. როცა ბურთი აუტზე გადავა ან სტანდარტული ვითარების გამო თამაში შეჩერდება, შესაბამისად სათამაშო დრო გაჩერდება. ტაიმების მიწურულს მსაჯს დროის დამატების უფლება არ ექნება.

კლატენბურგის აზრით, სისტემა, რომელიც კალათბურთში მუშაობს, შესაძლოა ფეხბურთშიც წარმატებულად დამკვიდრდეს. 47 წლის ინგლისელი არბიტრის თქმით, ამ საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

კლატენბურგის მოსაზარებებიდან კიდევ ერთი საკითხია მნიშვნელოვანი. მისი აზრით, გუნდს, რომელიც იგებს, არ სურს, რომ არბიტრმა თამაშს დრო დაამატოს, ხოლო რომელიც აგებს, საპირისპირო პოზიციაზეა. აქედან გამომდინარე, კლატენბურგი ფიქრობს, რომ ეს საკითხი საკამათოა და თუ ფეხბურთელები მხოლოდ 60 წუთი ითამაშებენ, საკამათო საკითხი არ დარჩება.

ინგლისელი საინტერესო სტატისტიკას გვაწვდის. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ''ვესტ ჰემი'' - ''ბრენტფორდის'' მატჩის სათამაშო დრო 41 წუთი იყო (ყველაზე ნაკლები ამ სეზონში), ''მან. სიტი'' - ''ბარნლის'' კი - 65 წუთი (ყველაზე მეტი ამ სეზონში).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ყველამ გაიაზრა, ასე თამაში არავის სურს'' - არველაძე მტკივნეულ მარცხზე
''ყველამ გაიაზრა, ასე თამაში არავის სურს'' - არველაძე მტკივნეულ მარცხზე