ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, ხოსე ბორდალასი
Aa
Aa

''ნათელია, რომ კვლავ სასტარტოში იქნება'' - Eldesmarque მამარდაზე

ლა ლიგის 35-ე ტურში ხოსე ბორდალასის გაწვრთნილი ''ვალენსია'' ბასკეთში ბილბაოს ''ატლეტიკს'' დაუპირისპირდება. ესპანური მედიის ცნობით, ''ღამურების'' კარს კვლავ გიორგი მამარდაშვილი დაიცავს, რომელმაც მიმდინარე სეზონში ესპანურ კლუბში 19 მატჩი ჩაატარა. ''ატლეტიკთან'' შეხვედრა მამარდაშვილისთვის რიგით მე-20 იქნება.

Eldesmarque: ''ნათელი და გარკვეული არის ის, რომ ''ვალენსიას'' კარში კვლავ გიორგი მამარდაშვილს ვიხილავთ. თუ ბორდალასი ''ატლეტიკთან'' წინა დაპირისპირებაში შესრულებულ გეგმას გამოიყენებს, ოთხმცველიან ტაქტიკაში ტიერი კორეიას, დიახაბის (ან გაბრიელ პაულისტას), ალდერეტესა და ხესუს ვასკესს (დისკვალიფიცირებულ გაიას შეცვლის) ვიხილავთ. რაც შეეხება ნახევარდაცვას, ფულკიე მარჯვნივ და ხილი მარცხნივ ითამაშებს. ცენტრში მორიბასა და სოლერს ვიხილავთ. სადებატო არაა ის საკითხი, რომ გუნდს გედეში და უგო დურო კარგად ერგებიან''.

''ატლეტიკისა'' და ''ვალენსიას'' დაპირისპირება 7 მაისს, თბილისის დროით 18 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.

მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა ბილბაოელთა წინააღმდეგ ორჯერ ითამაშა, სამეფო თასის ორივე ნახევარფინალურ მატჩში ''ღამურების'' სასტარტოში 21 წლის ქართველი იყო, ბასკეთში რაულ გარსიამ გაუტანა, ''მესტალიაზე'' გოლი არ გაუშვია.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 19 მატჩი ჩაატარა და გოლი 8-ჯერ არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 15 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 7-ჯერ შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
El Desmarque-მა გიორგი მამარდაშვილი გენერალ გრივუსს შეადარა
El Desmarque-მა გიორგი მამარდაშვილი გენერალ გრივუსს შეადარა