ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ბერიძე, უიპეშტი
Aa
Aa

მაკრატელას წარუმატებელი მცდელობა - ზივზივაძე ტრავმას გადაურჩა

უნგრეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში ''კიშვარდამ'' შინ ''უიპეშტი'' 2:1 დაამარცხა. მასპინძლები მე-4 წუთზე დაწინაურდნენ, მე-19 წუთზე კი ბუდუ ზივზივაძეს გათანაბრების შანსი ჰქონდა, ბერიძის პასის შემდეგ ჯერ მეკარემ აუღო, შემდეგ კი ''მაკრატელას'' დარტყმის მცდელობა წარუმატებელი გამოვიდა, უხერხულად დაეცა და ექიმების დახმარება დასჭირდა, თუმცა ტრავმას გადაურჩა, თავს კარგად გრძნობს, შემდეგ შეხვედრაში ითამაშებს.

ამ დაცემის გამო ''უიპეშტის'' მთავარმა მწვრთნელმა და სამედიცინო შტაბმა ფეხბურთელის შეცვლა გადაწყვიტა.


ბოლო ორ ტურში ქართველ ფორვარდს არ უმართლებს, ''დირმოტთან'' შეხვედრაში პენალტი პანენკას სტილში დაარტყა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. მიუხედავად ამისა, საერთო ჯამში სეზონის მეორე ნახევარში, მას შემდეგ რაც ''მოლ ფეჰერვარიდან'' იჯარით ''უიპეშტში'' გადავიდა, ძალიან შედეგიანია. ''უიპეშტის'' რიგებში 11 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა.

12-გუნდიან ჩემპიონატში ''უიპეშტი'' 40 ქულით მე-6 ადგილზეა, ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გასავარდნ ზონას 10 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვალენსიას მომავლის მეკარეა
„ვალენსიას მომავლის მეკარეა" - Deportevalenciano მამარდაზე