კილიან მბაპე
Aa
Aa

La Parisien-ი წერს, რომ მბაპე პსჟ-ში რჩება - კილიანის დედა ყველაფერს უარყოფს

Le Parisien-ის ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი, კილიან მბაპე პარიზულ გრანდში 2024 წლამდე რჩება. ფრანგული გამოცემის ცნობით, მხარეებმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს და ახალგაზრდა სუპერვარსკვლავი კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

მბაპეს ანაზღაურება ყოველწლიურად, 50 მილიონი ევრო იქნება. კილიანი ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსს მიიღებს და კონტრაქტში ჩადებული იქნება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მხარეებს თანამშრომლობის 1 წლით გახანგრძლივება შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ ყველაფერს უარყოფს მბაპეს დედა, რომელიც ასეთ განცხადებას აკეთებს: „პარი სენ-ჟერმენთან არანაირი შეთანხმება არაა, ისე, როგორც ნებისმიერ სხვა კლუბთან. კილიანის მომავლთან დაკავშირებით დისკუსია მშვიდად მიმდინარეობს, რათა ორივე მხარისთვის საუკეთესო გამოსავლის პოვნა მოხერხდეს“.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავის მთავარი მსურველი „რეალი“ გახლავთ. „სამეფო კლუბი“ მის გასაფორმებლად მაქსიმუმს გააკეთებს და ამ ეტაპზე, მთავარი ფავორიტი სწორედ მადრიდული გრანდი გახლავთ. გეტყვით იმასაც, რომ პარიზელები ერთ-ერთი ლიდერის შესანარჩუნებლად უკან არაფერზე იხევენ. ფრანგული პრესის ცნობით, მათ კილიანს 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, რომლის სანაცვლოდაც ის წლიურად 40 მილიონ ევროს მიიღებს, გარდა ამისა მადლობის ნიშნად 150 მილიონიანი ბონუსი გადაეცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეუძლებელია ეს ხდებოდეს“ - მესის რეაქცია რეალის სასწაულზე
„შეუძლებელია ეს ხდებოდეს“ - მესის რეაქცია რეალის სასწაულზე