რომან აბრამოვიჩი
Aa
Aa

პრესაში ტყუილი დაიწერა - აბრამოვიჩის წარმომადგენლების განცხადება

ლონდონის „ჩელსის“ მფლობელის, რომან აბრამოვიჩის წარმომადგენელმა „არისტოკრატების“ ოფიციალურ ვებგვერდზე, რუსი ოლიგარქის სახელით, განცხადება გამოაქვეყნა. მასში კატეგორიულად უარყოფილია პრესაში ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია და ნათქვამია, რომ აბრამოვიჩს რაიმეს შეცვლა არ მოუთხოვია.

„პირველ რიგში, ბატონი აბრამოვიჩის სურვილი, რომ ჩელსის გაყიდვიდან მიღებული თანხა საქველმოქმედო მიზნებისთვის დაიხარჯოს, არ შეცვლილა. კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, ბატონი აბრამოვიჩის გუნდი გაეროს ინსტიტუტებისა და მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დაუკავშირდა და მათთან ფონდის შექმნასა და თანხის გახარჯვის გეგმასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბატონი აბრამოვიჩი ამაში ჩართული არაა და მასში მონაწილეობენ ექსპერტები, რომლებსაც საქველმოქმედო ორგანიზაციებში მუშაობის უდიდესი გამოცდილება აქვს.

მეორეც, ბატონ აბრამოვიჩს არ მოუთხოვია არავისგან, რომ კლუბის შეძენის შემთხვევაში, ახალ მფლობელს მისთვის ის ვალი დაებრუნებინა, რომელიც ჩელსის აქვს. ეს ინფორმაცია, ისევე როგორც ის თითქოს, ბატონმა აბრამოვიჩმა ბოლო მომენტში კლუბის სანაცვლოდ უფრო მეტი მოითხოვა, რეალობისგან შორსაა და სიმართლეს არ შეესაბამება. ბატონი აბრამოვიჩის მიზანია, რომ ჩელსისთვის ღირსეული მფლობელი იპოვოს და იგი ყველა მსურველს აგულიანებს, რომ კლუბის აკადემიისთვის, ქალთა გუნდისთვის და სტემფორდ ბრიჯის რეკონსტრუქციისთვის ინვესტიციები განახორციელოს.“

შეგახსენებთ, რომ Sky Sports-მა რამდენიმე დღის წინ დაწერა, თითქოს „ჩელსის“ მსურველებს 500 მილიონი გირვანქა სტერლინგით მეტის გადახდა მოუწევთ და აბრამოვიჩი არ აპირებს ჩამოწეროს 1.6 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ვალი, რომელიც „ჩელსის“ მის მიმართ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Transfermarkt-მა ფასები განაახლა - ხვიჩას ღირებულებამ 1 მილიონით დაიკლო
Transfermarkt-მა ფასები განაახლა - ხვიჩას ღირებულებამ 1 მილიონით დაიკლო