პიტერ შმეიხელი
Aa
Aa

შმეიხელი: „რეალს ფინალში თამაშის უფლება არ აქვს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, პეტერ შმეიხელმა „სიტისა“ და „რეალის“ დაპირისპირებაზე ისაუბრა. დანიელმა მეკარემ განაცხადა, რომ „სამეფო კლუბი“ ფინალში გასვლას არ იმსახურებდა და მომდევნო ეტაპზე „ქალაქელები“ უნდა გასულიყვნენ.

„რეალს ფინალში თამაშის უფლება არ აქვს, რადგან ორი მატჩის ჯამში სამეფო კლუბი სიტიზე ბევრად სუსტი გუნდი იყო. საპასუხო შეხვედრაში მათ პირველი გოლი პირველი საგოლე მომენტის შემდეგ გაიტანეს. მეორე გოლი მეორე საგოლე მომენტი იყო, მესამე გოლი კი - ზუსტად განხორციელებული მესამე დარტყმის შემდეგ გავიდა.

მანჩესტერ სიტი შეხვედრას მთლიანად აკონტროლებდა, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრები მე-12 მოთამაშე ხდებიან. მეორე ტაიმის სტარტზე, ვინისიუსის მომენტის შემდეგ, სტადიონზე მყოფი ქომაგები უბრალოდ გაგიჟდნენ და ეს დაუჯერებელი რამ იყო.

პირველი მატჩის შემდეგ, ვამბობდი, რომ რეალი გავიდოდა, მაგრამ მათ ძალიან სუსტი გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს. სამეფო კლუბმა კარგად მხოლოდ ჩელსისთან იასპარეზა, მაგრამ ფაქტია, რომ რეალის ფეხბურთელებში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მისაღწევად გამოცდილება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და რეალის მოთამაშეები გამარჯვების სურვილი გამოავლინეს. მათ კარგად იციან, ასეთ სიტუაციებში როგორ იბრძოლონ და გამომდინარე იქიდან, რომ ლიგა მოგებული აქვთ, მსგავსი მომენტების არ ეშინიათ. მათ ერთმანეთისა და მწვრთნელის სჯერათ და ის, რაც გააკეთეს, გასაოცარი იყო“.

შეგახსენებთ, რომ 28 მაისს რეალი პარიზულ ფინალში „ლივერპულს“ დაუპირისპირდება. მადრიდელთათვის ეს ისტორიაში მე-17 ფინალი იქნება. ეს რეკორდია. წინა 16-დან გუნდმა 13 მოიგო და 3 დათმო. მათ ფინალი ბოლოს 1981 წელს სწორედ „ლივერპულთან“ წააგეს. კარლო ანჩელოტისთვის ეს ეს მე-5 ფინალი იქნება. „პაპა კარლომ“ აქედან 3 მოიგო და მხოლოდ ერთი დათმო, 2005 წელს „ლივერპულთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვალენსიას მომავლის მეკარეა
„ვალენსიას მომავლის მეკარეა" - Deportevalenciano მამარდაზე