ლიონელ მესი, სერხიო აგუერო
Aa
Aa

„შეუძლებელია ეს ხდებოდეს“ - მესის რეაქცია რეალის სასწაულზე

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, ლიონელ მესი „რეალის“ სასწაულით გაოცებული დარჩა. „სამეფო კლუბმა“ „მანჩესტერ სიტის“ 90-ე და 91-ე წუთზე 2 გოლი გაუტანა, რის წყალობითაც, თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, შემდეგ კი ბენზემას პენალტით წინ გაიჭრა და 3:1 იმარჯვა.

„ქალაქელთა“ ყოფილი თავდამსხმელი, სერხიო აგუერო კარლოს ტევესთან ერთად, პირდაპირ ეთერში იღებდა მონაწილეობას, რომელშიც თვალს აღნიშნულ შეხვედრას ადევნებდნენ და მესის რეაქცია სწორედ მან გაასაჯაროვა. აგუეროს თქმით, „ლა პულგამ“ მას დამატებული დროის მეორე ტაიმის დაწყებამდე მისწერა და ასეთი რამ უთხრა:

„ეს რა, ხუმრობაა თუ რა? შეუძლებელია, ეს ხდებოდეს“.

შეგახსენებთ, რომ 28 მაისს რეალი პარიზულ ფინალში „ლივერპულს“ დაუპირისპირდება. მადრიდელთათვის ეს ისტორიაში მე-17 ფინალი იქნება. ეს რეკორდია. წინა 16-დან გუნდმა 13 მოიგო და 3 დათმო. მათ ფინალი ბოლოს 1981 წელს სწორედ „ლივერპულთან“ წააგეს. კარლო ანჩელოტისთვის ეს ეს მე-5 ფინალი იქნება. „პაპა კარლომ“ აქედან 3 მოიგო და მხოლოდ ერთი დათმო, 2005 წელს „ლივერპულთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევრო 2023-სთვის მზადების პროცესში 21-წლამდე ნაკრების მომდევნო მეტოქე გაირკვა
ევრო 2023-სთვის მზადების პროცესში 21-წლამდე ნაკრების მომდევნო მეტოქე გაირკვა