„რუსეთის ჩემპიონატი ნაგვებისგან თავისუფლდება“ - ანზორ კავაზაშვილი
საბჭოთა კავშირის ყოფილი მეკარე, ანზორ კავაზაშვილი რუსულ მედიასთან პრემიერ ლიგიდან ლეგიონერების წასვლას ეხმაურება.
კავაზაშვილი მიიჩნევს, რომ უცხოელი ფეხბურთელების წასვლით რუსეთის ჩემპიონატი ნაგავი მოთამაშეებისგან გათავისუფლდება.
„რუსეთის პრემიერ ლიგაში ძალიან უღიმღამო ლეგიონერები ხვდებიან. ვინ არის კრალი? ხვეული ხის ნაჭერი. სწორია, რომ ის მთავარ იმედგაცრუებულთა სიაში მოხვდა. ვლაშიჩსაც ევროპაში არაფრის ჩვენება არ შეუძლია, რუსეთის პრემიერ ლიგაში კი საუკეთესო ლეგიონერად მიიჩნეოდა.
ახლა ყველა უცხოელი გაიქცევა და პრემიერ ლიგა ბოლოსდაბოლოს ნაგვისგან გათავისუფლდება, რომელსაც ხარბ აგენტებს აქ ფულის გამო მოჰყავდათ. რუსი ახალგაზრდები კრალოვს არაფრით ჩამოუვარდებიან. ნუ მოგყავთ ჩვენთან ყველა მძ**ერი“, - ამბობს კავაზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჩემპიონატში არაერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა, მათ შორის: ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ლუკა გაგნიძე და სხვები. ქართველი ფეხბურთელების უმეტესობამ უკრაინაში განვითრებული მოვლენების შემდეგ FIFA-ს მიერ მინიჭებული უფლება გამოიყენეს და რუსეთის პრემიერ ლიგა დატოვეს.