2-დან 2 | მაიამიმ და ფენიქსმა სერიაში მეორე თამაშები მოიგეს
გამთენიისას, NBA-ში პლეი-ოფის სერიის მორიგი შეხვედრები გაიმართა. აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში „მაიამი ჰიტმა“ ფილადელფია მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა და სერიაში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა. მეორე საშინაო დაპირისპირებაში ჯიმი ბატლერის ლიდერობით „ჰიტმა“ მეტოქეს 16 ქულის სხვაობით, 119-106 მოიგო, „ჯიმბომ“ კი მოედანზე გატარებულ 37 წუთში ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო - 22 ქულა, 12 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა. მაიამიდან გამორჩეული იყო ბამ ადებაიოც, რომელმაც 32:46 წუთში 23 ქულა, 9 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
რაც შეეხება ფილადელფიას, გამორჩეული შეხვედრა ტაირის მაქსიმ ჩაატარა, რომელმა მაიამის ფარზე 34 ქულა ჩააგდო და ამას 3 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრაც დაამატა.
შედეგად, მაიამიმ ორივე საშინაო შეხვედრა მოიგო და სერიაში 2:0 დაწინაურდა. გუნდებს შორის მომდევნო ორი დაპირისპირება უკვე ფილადელფიაში გაიმართება.
მაიამი 119-106 ფილადელფია
მაიამის მსგავსად, დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო „ფენიქს სანსმაც“. დევინ ბუკერის და კრის პოლის ლიდერობით სანსი მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერებლად გამოიყურებოდა და საბოლოოდ 20 ქულის სხვაობით, 129-109 გაიმარჯვებს. ბუკერის ანგარიშზე 35:32 წუთში 30 ქულა, 3 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ბლოკია, კრის პოლმა კი მოედანზე გატარებულ 36:13 წუთში 28 ქულა, 6 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააფიქსირა.
დალასელთა მხრიდან გამორჩეული კვლავ ლუკა დონჩიჩი იყო. სერბმა კალათბურთელი „მავერიკსში“ ერთადერთი ნათელი წერტილი გახლდათ და შეხვედრა ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგით დაასრულა. დონჩიჩმა მოედანზე 36:23 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 35 ქულა, 5 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
დღევანდელი გამარჯვებით, ფენიქსმა სერიაში ანგარიში 2:0 გახადა, დალას მავერიკსს კი მდგომარეობის გამოსწორების შანსი უკვე საკუთარ მოედანზე იექნება.
ფენიქსი 129-109 დალასი