დიეგო მარადონა
Aa
Aa

მარადონას მაისური რეკორდულ 9,28 მილიონ დოლარად გაიყიდა

დიეგო მარადონას მაისური აუქციონზე რეკორდულ 9,28 მილიონ დოლარად (7,14 მილიონი ფუნტი) გაიყიდა.

მაისური, რომელიც ლეგენდარულ დიეგოს 1986 წლის მუნდიალზე ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ეცვა, თავდაპირველად 5.25 მილიონ დოლარად შეფასდა (4,2 მილიონი ფუნტი).

აქამდე, დიეგოს მაისური ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის სტივ ჰოჯის საკუთრებაში იყო. მატჩის დასრულების შემდეგ, სტივმა საკუთარი სათამაშო ფორმა სწორედ ლეგენდარულ არგენტინელს გაუცვალა.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტებმა ტექნოლოგია „Resolution Photomatching“ გამოიყენეს და დადგინდა, რომ სტივ ჰოჯს ნამდვილად მარადონას ნაცვამი მაისური ჰქონდა. ასევე ცნობილი გახდა, რომ დიეგომ პირველი ტაიმის შემდეგ მაისური გამოიცვალა და სწორედ მეორე ტაიმში ნაცვამი ფორმა ჰქონდა ჰოჯს.

ლეგენდარული არგენტინელის მაისურის აუქციონზე გაყიდვა, სპორტში რეკორდული მოვლენა გახდა. აქამდე არცერთი სპორტსმენის მაისური ამ ფასში არ გაყიდულა.

აქვე გეტყვით, რომ ადრე აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული მაისური იყო Yankees-ის (ამერიკული ფეხბურთი) ყოფილი ფეხბურთელის ბეიბ რუთის მაისური იყო. მისი ფასი 5,64 მილიონი დოლარი გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლევანტესთან დერბიმ მისი ადგილი გაამყარა
„ლევანტესთან დერბიმ მისი ადგილი გაამყარა" - AS მამარდაშვილს აქებს