გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

El Desmarque-მა გიორგი მამარდაშვილი გენერალ გრივუსს შეადარა

დღეს, საკულტო ფილმის, „ვარსკვლავური ომების“ საერთაშორისო დღეა და El Desmarque-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა. ესპანურმა გამოცემამ „ვარსკვლავური ომების“ ფანების საყვარელი პერსონაჟების საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა და ისინი „ვალენსიას“ ფეხბურთელებს დაუკავშირა, ჩვენთვის საინტერესო კი ისაა, რომ გიორგი მამარდაშვილი „გენერალ გრივუსს" შეადარეს.

გიორგი მამარდაშვილი: გენერალი გრივუსის ხელები

„გენერალი გრივუსი ანტაგონისტთა ჯგუფის წევრია და „ბნელ მხარეს“ თავისი 4 ხელითა და ლაზერული ხმლებით იცავს. მამარდაშვილი სწორედ ამიტომ ავირჩიეთ. გიორგისა და გენერალ გრივუსს მსგავსი მიზნები არ გააჩნიათ, მაგრამ სიმბოლური გადმოსახედიდან, ვარსკვლავური ომების პერსონაჟის გარეგნობას ვალენსიას მეკარესთან ბევრი საერთო აქვს. მამარდაშვილის ხელთათმანები ვალენსიას მხსნელად მოევლინნენ და ისეთი სიმაღლეების დაპყრობაში დაეხმარნენ, როგორიც კოპა დელ რეის ფინალში გასვლაა“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 19 მატჩი ჩაატარა და გოლი 8-ჯერ არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 15 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 7-ჯერ შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოში უკვე კვარაცხელია-მანიაა - იტალიაში დინამოების დერბის ეხმაურებიან
საქართველოში უკვე კვარაცხელია-მანიაა - იტალიაში დინამოების დერბის ეხმაურებიან