ლივერპული, ჩემპიონთა ლიგა, ვილიარეალი, რაულ ალბიოლი
Aa
Aa

„პირველ ტაიმში დიდი ძალისხმევა გავიღეთ და ამისთვის დავისაჯეთ“ - ალბიოლი

„ვილიარეალის“ კაპიტანმა, რაულ ალბიოლმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ლივერპულთან“ მარცხის შემდეგ განვლილი შეხვედრა შეაფასა:

„ჩვენმა გუნდმა წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთა, მაგრამ სამწუხაროდ, მომდევნო ეტაპზე გასვლა ვერ შევძელით. პირველ ტაიმში საკმაოდ დიდი ძალისხმევა ჩავდეთ, რის გამოც დავისაჯეთ. შესვენების შემდეგ ფიზიკაში მოვიკოჭლებდით, რაც მეტოქემ კარგად გამოიყენა. ასე არ უნდა მომხდარიყო, თუმცა ჩვენი გუნდის ძალისხმევა წარმოუდგენელი და განუზომელი იყო“, - განაცხადა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ლივერპულმა“ „ვილიარეალი“ ორი მატჩის ჯამში 5:2 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

იურგენ კლოპის მეტოქე დღეს გაირკვევა. ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალური წყვილის საპასუხო მატჩში, მადრიდის „რეალი“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ სიტის“ საქართველოს დროით 23:00 საათზე უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა გუარდიოლას გუნდმა „ეტიჰად სთედიუმზე“ 4:3 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლოპი: ''მესამედ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ეს ძალიან რთულია''
კლოპი: ''მესამედ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ეს ძალიან რთულია''