ჯა მორენტი, მემფის გრიზლისი, გოლდენ სტეიტ უორიორსი
Aa
Aa

ჯას შოუ გოლდენ სტეიტთან - 47 ქულა და პირადად მოგებული მატჩი

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ სერიაში, „მემფის გრიზლისმა“ „გოლდენ სტეიტთან“ ანგარიში გაათანაბრა. პირველი მატჩის წაგების შემდეგ, „მემფისს“ გამარჯვება ჰაერივით ესაჭიროებოდა და ჯა მორენტის გმირობის წყალობით, მიზანს მიაღწია - 106:101.

მორენტმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და აქტივში 47 ქულა, 8 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა ჩაიწერა. შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, „გოლდენ სტეიტი“ 4 ქულით იგებდა, მაგრამ დარჩენილ დროში „მემფისი“ 15:6 გაიქცა და თხუთმეტივე ქულა მორენტის ანგარიშზეა. ჯა NBA-ის ისტორიაში მე-3 კალათბურთელი გახდა, რომელსაც 23 წლის შესრულებამდე, პლეიოფში მინიმუმ 2 45-ქულიანი მატჩი ჰქონდა. იგი ლებრონ ჯეიმსსა და კობი ბრაიანტს შეუერთდა.

„გოლდენ სტეიტმა" თავისი მთავარი იარაღი, სამქულიანები საერთოდ ვერ გამოიყენა. „უორიორსმა“ პერიმეტრიდან 38-ჯერ შეუტია და მხოლოდ 7 ბურთი ჩააგდო. „მეომრების“ რიგებში ყველაზე მეტი, 27 ქულა სტეფ კარიმ დააგროვა. ჯორდან პულს 20 ქულა ჰქონდა, ხოლო უიგინსი და კლეი 16 და 12 ქულას დასჯერდნენ.


ამრიგად, სერიაში ანგარიში 1:1-ია და მომდევნო მატჩის მასპინძელი „გოლდენ სტეიტი“ გახლავთ. მე-3 შეხვედრა 8 მაისს გაიმართება და თბილისის დროით, 04:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ქართველი ქომაგი ჩვენი X ფაქტორია'' - მამუკელაშვილმა ევრობასკეტზე ისაუბრა
''ქართველი ქომაგი ჩვენი X ფაქტორია'' - მამუკელაშვილმა ევრობასკეტზე ისაუბრა