ინდიანა პეისერსი, გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძის ახალი კონტრაქტი? - IndyStar-ი ქართველ ცენტრზე წერს

IndyStar-ის ინფორმაციით, შესაძლოა ''ინდიანა პეისერსმა'' 2023 წლის ზაფხულში გოგა ბითაძეს ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი შესთავაზოს. ბევრი რამ და მათ შორის ახალი კონტრაქტის გაფორმება 2022-23 წლების სეზონში გოგა ბითაძის თამაშზეა დამოკიდებული.

გასული თვის მიწურულს NBA-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა გოგა ბითაძეს ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ქართველმა კალათბურთელმა შანსი დიდი დროის შემდეგ მიიღო, 2019 წლის დრაფტის მე-18 ნომერი დომანტას საბონისისა და მაილს ტერნერის უკან იყო გაჭედილი და სათამაშო დრო არ ეძლეოდა, თუმცა 2021-22 წლების სეზონის მეორე ნახევარში (საბონისის წასვლა, ტერნერის ტრავმა) ყველაფერი შეიცვალა, გოგას სათამაშო დრო მნიშვნელოვნად გაიზარდა.

''ბითაძე ახალწვეულის კონტრაქტის ბოლო წელს უახლოვდება და დატვირთული ზაფხული ექნება. როგორც იქნა, იგი პაუზას აიღებს, რათა ფეხის ტრავმა ბოლომდე მოიშუშოს და შემდეგ, საქართველოს ნაკრების რიგებში ორ დიდ ტურნირზე იასპარეზებს. პირველი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპია, რასაც ევრობასკეტი მოჰყვება, რომელზეც საქართველო ერთ-ერთი მასპინძელი გახლავთ. თუ ამ ტურნირებზე გოგამ ისე ითამაშა, როგორც NBA-ის სეზონი ჩაამთავრა, საერთაშორისო ასპარეზზე დიდ ყურადღებას მიიპყრობს და მომდევნო სეზონისთვის გამართულ სავარჯიშო კემპს კარგი განწყობითა და ფორმით შეხვდება“, - წერს Nba.com-ი.

ბითაძეს ''ინდიანა პეისერსთან'' კონტრაქტი შემდეგი სეზონის ბოლოს ეწურება.

შეგახსენებთ, რომ გასულ რეგულარულში გოგამ მონაწილეობა 50 შეხვედრაში მიიღო და საშუალოდ 7 ქულას, 3.5 მოხსნას, 1.1 ასისტს, 0.8 დაფარებასა და 0.4 ასისტს აგროვებდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტრავმის მიუხედავად, სეზონი შესანიშნავად ჩაამთავრა
„ტრავმის მიუხედავად, სეზონი შესანიშნავად ჩაამთავრა" - Nba.com-ის სტატია გოგაზე