ზაზა ფაჩულია, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილი ფაჩულიაზე: ''ჩემი მენტორი და უფროსი ძმაა''

''მილუოკი ბაქსის'' 22 წლის ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა FIBA-ს ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ზაზა ფაჩულიას შესახებ ისაუბრა.

''ზაზა ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, მენტორი და უფროსი ძმაა. ასეა წლებია, მისი მადლიერი ვარ, რომ მეხმარებოდა და უამრავ რჩევას მაძლევდა. ძალიან აღელვებული ვიყავი, როცა პირველად შევხვდი. ის იყო იმდენად დიდებული მომენტი, რომ არასდროს დამავიწყდება. ჩვენ ქვეყანაში კერპი და ლეგენდა, უამრავი ადამიანის შთაგონების წყაროა.

ქართველი კალათბურთელის NBA-ში თამაში გიჟური რამაა. ზაზა საქართველოში ძალიან პატივსაცემი ადამიანი, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნებაა. გამომდინარე იქიდან, რომ NBA-ში თამაშობდა, უამრავ კალათბურთელს გზის გაკვალვაში დაეხმარა, რომ მათი საკალათბურთო ოცნებები აისრულონ და რომ იქ მოხვედრა შესაძლებელია''.

შეგახსენებთ, ზაზა ფაჩულია ''გოლდენ სტეიტთან'' ერთად NBA-ს ჩემპიონი ორჯერ გახდა (2017, 2018).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ქართველი ქომაგი ჩვენი X ფაქტორია'' - მამუკელაშვილმა ევრობასკეტზე ისაუბრა
''ქართველი ქომაგი ჩვენი X ფაქტორია'' - მამუკელაშვილმა ევრობასკეტზე ისაუბრა