ჟიული და მასკერანო ბარსაში ? - ცვლილებები კატალონიურ გრანდში
დიდი ალბათობით კატალონიის ''ბარსელონაში'' ლუდოვიკ ჟიული, ანტონიო იდალგო და ხავიერ მასკერანო დაბრუნდებიან. ესპანური Sport-ის ცნობით, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ჟიული ''ბარსელონა ბ''-ს მთავარი მწვრთნელი გახდება, ხოლო იდალგო და მასკერანო ფრანგის ასისტენტებად იმუშავებენ.
''ბარსა ბ'', რომელსაც სერხი ბარხუანი წვრთნის, რანგით მესამე ლიგაში ასპარეზობს, მე-5 პოზიციაზეა და ლა ლიგა 2-ში აღზევებისთვის იბრძვის. მიუხედავად ამისა, კატალონიურ კლუბის სარეზერვო გუნდში სეზონის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება, დიდი ალბათობით გუნდს ჟიულისა და მასკერანოს სახით ორი ექს-ფეხბურთელი დაუბრუნდება, რომლებმსაც ''ბარსაში'' წარმატებული წლები გაატარეს.
???? Ludovic Giuly is leading Antonio Hidalgo and Javier Mascherano in the race to become Barcelona B head coach.
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) May 3, 2022
(Source: @SPORT) pic.twitter.com/hjXuLTtGWr
45 წლის ჟიულის მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება არ აქვს, ამ პროფესიაში ''ბარსა ბ'' მისი პირველი გამოწვევა იქნება. 37 წლის ხავიერ მასკერანო 2021 წლის დეკემბრიდან არგენტინის 20-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელია. რაც შეეხება ჟიულის მეორე ასისტენტს, 43 წლის ანტონიო იდალგოს, ის უფრო გამოცდილი სპეციალისტია, 2016-19 წლებში ლარნაკას აეკ-ში მუშაობდა, შემდეგ კი ესპანეთის რანგით მესამე ლიგის ''საბადელს'' ხელმძღვანელობდა (2019-21).
ჟიულიმ ''ბარსასთან'' ერთად ჩემპიონთა ლიგა (2005-06) და ლა ლიგა (2004-05, 2005-06) მოიგო. მასკერანოს კატალონიური კარიერა გაცილებით წარმატებული გამოვიდა, ესპანეთის ჩემპიონი ხუთჯერ გახდა, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კი მხოლოდ ორჯერ (2010-11, 2014-15). რაც შეეხება იდალგოს, ''ლა მასიას'' აღზრდილია, თუმცა პირველ გუნდში არ უთამაშია.