ანზორ კავაზაშვილი
Aa
Aa

„დაბრუნებას შეგვეხვეწებიან" - კავაზაშვილი უეფას გადაწყვეტილებაზე

საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მეკარე, ანზორ კავაზაშვილი უეფას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ რუსული ნაკრებები და კლუბები ტურნირებიდან მოკვეთა, რის გამოც კავაზაშვილმა უეფა მკაცრად გააკრიტიკა.

„ჩემი სახელით უეფას ყველა წევრს, რომლებმაც რუსეთის ევროტურნირებიდან და სხვა ჩემპიონატებიდან მოკვეთას მხარი დაუჭირეს, გადაეცით, რომ ნაძირალები და გამყიდველები არიან. მათ დაავიწყდათ სპორტი რა არის. სპორტი სამართლიანი შეჯიბრებაა, მაგრამ უეფაში ამის შესახებ არაფერი იციან. მათ დიადი რუსეთი გარიცხეს!

დაე, იმ ხალხის შთამომავლებმა, რომლებმაც ჩვენ წინააღმდეგ ხმა მისცეს, ისინი ამ ქმედების გამო დაწყევლონ. ჩვენ უეფას გარეშე არ გავქრებით. ჩვენი ხელისუფლება რამეს აუცილებლად მოიფიქრებს. მაგალითად, ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ერთად, ოლიმპიურ თამაშებს, ჩვენს მსოფლიო ჩემპიონატს, აზიურ ჩემპიონთა ლიგასა და მსგავს ტურნირებს შევქმნით.

ისინი ცდებიან, თუ ჰგონიათ, რომ ევროტურნირებზე მოასპარეზე დიდი კლუბების გარეშე გავქრებით. ტაიმ-აუტს ავიღებთ, რომელიც შესაძლოა, 5-წლიანიც კი იყოს და მივაღწევთ იმას, რომ უეფაში დაბრუნებას შეგვეხვეწებიან. უეფას რეორგანიზაცია ელოდება. უეფა სამართლიანი ორგანიზაცია უნდა იყოს და არა დასავლელი პოლიტიკოსების ნაძირალა ხელქვეითი“.

შეგახსენებთ, რომ უეფამ გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ მიიღო და ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში ამბობენ, რომ აქტიურ რეჟიმში გააგრძელებენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას და მდგომარეობის განვითარების შესაბამისად გადაწყვეტილების შეცვლაზე, ან სანქციების კიდევ უფრო მეტად გამკაცრებაზე იმსჯელებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გულშემატკივრის სურვილი შესრულდა - ცეცაძემ ქუთაისის ტორპედო დატოვა
გულშემატკივრის სურვილი შესრულდა - ცეცაძემ ქუთაისის ტორპედო დატოვა