ევროლიგა
Aa
Aa

ევროლიგაზე გერმანელ მსაჯს დისკვალიფიკაცია წვერის ტარების გამო მისცეს

გერმანელი მსაჯი, ბენჟამინ ბარტი ევროლიგის გათამაშებას უცანური მიზეზით ჩამოაშორეს. 43 წლის არბიტრი გერმანულ მედიასთან ამბობს, რომ ევროლიგის მსაჯთა განყოფილების ხელმძღვანელმა მას წვერის გაპარსვა მოსთხოვა, რაზეც უარი უთხრა და ამის გამო ის გათამაშებიდან მოკვეთეს.

რას ამბობს ბარტი:

„ევროლიგის მსაჯთა განყოფილების უფროსმა, რიჩარდ სტოუკსმა პირდაპირ მითხრა, რომ მთავარ მწვრთნელებს და სპორტულ დირექტორებს წვერი არ უყვართ და ამაზე მუდამ პრეტენზიას გამოთქვამენ.

არც კი ვიცი ეს რას ნიშნავს. რა მნიშვნელობა აქვს წვერი მექნება, თუ არა? ეს დისკრიმინაციაა. ევროლიგაზე მუშაობა ძალიან მინდა, მაგრამ მათ მოთხოვნას უბრალოდ არ დავემორჩილები.

არ ვიცი ორგანიზაციაში შეცვლიან თუ არა რამეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას იცოდეს რა ხდება“, - ამბობს ბარტი.

ცნობისთვის, ბარტი ევროლიგაში ერთ-ერთ წამყვან მსაჯად ითვლებოდა. კარეირს განმავლობაში მას ტურნირზე 500-ზე მეტ მატჩში აქვს ნამუშევარი. ამასთან, 43 წლის რეფერი რეგულარულად მსაჯობს გერმანიის ჩემპიონატის თამაშებზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლდენ სტეიტის 1-ქულიანი გამარჯვება - ბრწყინვალე პირველი მატჩი დრამატული ფინიშით
გოლდენ სტეიტის 1-ქულიანი გამარჯვება - ბრწყინვალე პირველი მატჩი დრამატული ფინიშით