კასანო: „თუ ბარსა ლუკაკუს გაიფორმებს, მათ მატჩებს აღარ ვუყურებ“
იტალიელი ფეხბურთელი, ანტონიო კასანო ესპანურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „ბარსელონა“ რომელუ ლუკაკუს გაფორმებას განიხილავს. კასანომ ბელგიელი თავდამსხმელი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „კამპ ნოუზე“ მისი ადგილი არაა.
„ბარსელონას საფეხბურთო ფილოსოფიაზე შეყვარებული ვარ, მაგრამ თუ ლუკაკუს გაიფორმებენ, მათ თამაშებს აღარასდროს ვუყურებ. რომელუს ჩელსიში კონკურენტი არ ჰყავს და სამ პასსაც ვერ აკეთებს, ბარსელონაში კი გოლის გატანამდე 55 პასს აკეთებენ და ლუკაკუმ იქ რა უნდა ქნას?“
როგორც მოგეხსენებათ, ლევანდოვსკისა და ჰოლანდის ტრანსფერებთან წარმოქმნილი პრობლემების გამო, „ბლაუგრანა“ სხვა კანდიდატებსაც განიხილავს და რომელუ ერთ-ერთი პრიორიტეტია. საუბარი იჯარაზე მიდის და „ბლაუგრანა“ ლუკაკუს გარშემო განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აკვირდება.
შეგახსენებთ, რომ ლონდონურ კლუბს რომელუ 113 მილიონი ევრო დაუჯდა. გასული ზაფხულიდან დღემდე, ლუკაკუმ „ჩელსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 40-ჯერ მოირგო, 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.