ასპილიკუეტას და ალონსოს წასვლა სურთ - ჩელსის ლუკაკუც დატოვებს
ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ზაფხულში, ლონდონის „ჩელსის“ რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. რუდიგერისა და კრისტენსენის შემდეგ, „სტემფორ ბრიჯიდან“ წასვლის მთავარი კანდიდატები სესარ ასპილიკუეტა, მარკოს ალონსო და რომელუ ლუკაკუ არიან.
Mundo Deportivo-ს ცნობით, ესპანელ უკანახაზელებს კარიერის „ბარსელონაში“ გაგრძელება სურთ. „არისტოკრატებთან“ მათ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებთ და იმედი აქვთ, რომ ამ ზაფხულს, „ჩელსი“ მათ მცირე თანხის სანაცვლოდ შეელევა.
Sky Sports-ის მიხედვით, ალონსოსა და ასპილიკუეტას დიდი ალბათობით, რომელუ ლუკაკუც შეუერთდება. ამ უკანასკნელმა ლონდონში საკუთარი თავი ვერ იპოვა და მის წასვლაზე აქტიურად იწერება. ბრიტანულ გამოცემას თუ დავუჯერებთ, „ლურჯები“ მზად არიან, ბელგიელი გაყიდონ და მის სანაცვლოდ მინიმუმ 75 მილიონ ევროს ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო რუდიგერი კარიერას „რეალში“ გააგრძელებს, ანდრეას კრისტენსენს კი „ბარსელონას“ უკავშირებენ. მათ შემცვლელებზე ჯერჯერობით არაფერი იწერება და „არისტოკრატების“ სატრანსფერო გეგმები კლუბის გაყიდვის შემდეგ გაირკვევა.