ფინიქს სანსი, დალას მავერიქსი
Aa
Aa

ლუკას მაგია ამჯერად საკმარისი არ აღმოჩნდა - ფინიქსმა სერია გამარჯვებით გახსნა

„ნიუ ორლეან პელიკანსის“ დამარცხების შემდეგ, „ფინიქს სანსი“ საუკეთესოს ვინაობას „დალას მავერიქსთან“ არკვევს. დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის პირველი შეხვედრა დღეს გაიმართა და არიზონელებმა გამარჯვება იზეიმეს. „ფინიქსი“ მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა და დამსახურებულად მოიგო - 121:114.

„დალასის“ ლიდერმა, ლუკა დონჩიჩმა საოცრად იასპარეზა და 45 ქულა, 12 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, მაგრამ მისმა გუნდმა მიზანს მაინც ვერ მიაღწია. სლოვენიელი ვარსკვლავი კობი ბრაიანტის შემდეგ, ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელმაც პლეიოფის შეხვედრა მინიმუმ 45 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა. დონჩიჩის გარდა, 19 ქულით კლებერი გამოირჩა, ფინი-სმიტსა და ბრანსონს კი 15 და 16 ქულა ჰქონდათ.

„ფინიქსმა“ ლუკას მაგიას გუნდური კალათბურთი დაუპირისპირა. არიზონელებმა პარკეტიდან კვლავ 50 პროცენტზე უკეთესი შედეგით შეუტიეს და ეს პლეიოფის ზედიზედ მე-7 შეხვედრაში გააკეთეს. „სანსს“ 25 ქულითა და 8 მოხსნით დეანდრე ეიტონმა ულიდერა. დევინ ბუკერს 23 ქულა, 9 მოხსნა და 8 ასისტი ჰქონდა, კრის პოლს - 19 ქულა, 5 მოხსნა, 3 ასისტი, ჯონსონი და ბრიჯისი კი 17 და 13 ქულით გამოირჩნენ.

შეგახსენებთ, რომ „ფინიქსისა“ და „დალასის“ მეორე შეხვედრა კლავ არიზონაში გაიმართება და 5 მაისს, თბილისის დროით, 06:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე თავის ასაკში - Deportevalenciano მამარდაშვილზე
„მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე თავის ასაკში - Deportevalenciano მამარდაშვილზე