ტიაგო მოტა, ანდრეა პირლო, სპეცია
Aa
Aa

პირლო ბრუნდება - შემდეგ სეზონში სერია ა-ს გუნდს გაწვრთნის

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ საფეხბურთო კლუბ ''სპეციას'' მთავარი მწვრთნელის პოსტს ანდრეა პირლო დაიკავებს. ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ტიაგო მოტა პოსტს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

42 წლის ანდრეა პირლო 2020-21 წლების სეზონში ტურინის ''იუვენტუსს'' წვრთნიდა, შემდეგ კლუბი დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი სამწვრთნელო საქმიანობას ''სპეციაში'' დაუბრუნდება.

პირლომ ''იუვენტუსის'' მთავარი მწვრთნელის რანგში იტალიის სუპერთასი (2020) და თასი (2021) მოიგო.

35 ტურის შემდეგ ''სპეცია'' 20-გუნდიან სერია ა-ში 33 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 8 ქულით უსწრებს, ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი.

39 წლის მოტა ''სპეციას'' სათავეში გასული წლის ივლისში ჩაუდგა, მიმდინარე სეზონში ''სპეცია'' ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა, მიზანი ფაქტობრივად მიღწეულია, ''სპეცია'' სერია ა-ში დარჩენასთან ძალიან ახლოსაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები