რა დახვდება დინამოების მატჩზე, დინამო არენაზე მისულ გულშემატკივარს
3 მაისს, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურის ცენტრალური მატჩი დინამო არენაზე შედგება, სადაც ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, დინამო თბილისი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, დინამო ბათუმს უმასპინძლებს. მატჩი 19:00 საათიდანაა ჩანიშნული.
დინამო არენაზე მისულ გულშემატკივარს ადგილზე გემრიელი სერვისი დახვდება: მათ შორის,გამაგრილებელი სასმელები, სნექები და სხვადასხვა ტიპის საკვები. ამასთან ერთად, სტადიონზე გამომცემლობა ,,ინტელექტის" სტენდი მოეწყობა, სადაც ფეხბურთელების ავტობიოგრაფიულ წიგნები განსაკუთრებული ფასდაკლებით გაიყიდება.
მატჩის დღეს სალაროები 11:00 საათიდან იმუშავებს. შეხვედრაზე დასწრებას 2-5 ლარად შეძლებთ, სკოლის მოსწავლეები კი შეხვედრას უფასოდ დაესწრებიან. მნიშვნელოვანია მოსწავლის ბარათის ქონა.
CrystalSport-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მატჩზე დასასწრები 9 000 ბილეთზე მეტია გაყიდული.