ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ცუდად შეასრულა - ზივზივაძემ პანენკას სტილში ვერ გაიტანა

უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 30-ე ტურში ''უიპეშტისა'' და აუტსაიდერი ''დირმოტის'' შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

''უიპეშტის'' ქართველ ფორვარდს, ბუდუ ზივზივაძეს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, პენალტი პანენკას სტილში დაარტყა, თუმცა ბურთი კარს ააცილა.

''დირმოტთან'' შეხვედრამდე ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატის 9 მატჩში 10 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა, თუმცა ამჯერად გოლი ვერ შეაგდო.


მატჩის შემდეგ ''უიპეშტის'' მთავარმა მწვრთნელმა მილოშ კრუშჩიჩმა ზივზივაძის შესახებ ისაუბრა:

''მას კარგად ესმოდა სიტუაცია. პენალტის ამ სტილში დარტყმა მისი გადაწყვეტილება იყო. არ ვფიქრობ, რომ მისთვის რაიმეს თქმა საჭირო იყო, მით უმეტეს იმ ფეხბურთელისთვის, ვინც ბოლო პერიოდში გოლებს რეგულარულად იტანდა''.

ამ მატჩში ზივზივაძემ და ბერიძემ სასტარტოში ითამაშეს. ბუდუმ შეუცვლელად იასპარეზა, ბერიძე კი 87-ე წუთზე შეცვალეს.

30 ტურის შემდეგ 12-გუნდიან ჩემპიონატში 40 ქულით მე-6 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრაორე ხვიჩას კონკურენტად? - ნაპოლი აფრიკელის ტრანსფერზე მუშაობს
ტრაორე ხვიჩას კონკურენტად? - ნაპოლი აფრიკელის ტრანსფერზე მუშაობს